ნუცა კობაიძე
კატო კალატოზიშვილი, ნატუკა კახიძე, მაგდა ლებანიძე, სალომე მაისაშვილი და ქეთა შათირიშვილი - ეს ის ახალგაზრდა, ნიჭიერი, მსახიობები არიან, რომლებმაც წარმოგვიდგინეს, სამეფო უბნის თეატრში, სპექტაკლი „ტროელი ქალები“. არ შეიძლება რეჟისორ დათა თავაძეს და მის არაჩვეულებრივ გუნდს ტაში არ დაუკრა ასეთი წარმოდგენის შემდეგ.

გააკეთო
სპექტაკლი დეკორაციისა და სხვადასხვა ეფექტების გარეშე უკვე გაბედული ნაბიჯია. ამას
აკეთებს ახალგაზრდა რეჟისორი თან ისე, რომ ახერხებს მონუსხოს ქართველი და უცხოელი მაყურებელი
(ფესტივალის სტუმრები).
დარბაზში
შესულ საზოგადოებას სპექტაკლი დაწყებული გვხვდება, სცენიდან 5 ქალბატონი გვაკვირდება
და გვიღიმის, ისინი ისე სხედან, როგორც ჭირისუფლები მიცვალებულთან და თითქოს ელოდებიან
ჩვენგან თანაგრძნობას. სცენაზე, ორ რიგად, განლაგებულ სკამებზე ისე ვსხდებით, თითქოს
მართლა პანაშვიდზე ვართ მისულები და გვინდა თუ არა უნდა გავიზიაროთ ის ტკივილი რასაც
მგლოვიარე ქალები განიცდიან (მსახიობები). ცოტა ხნის დუმილის შემდეგ კატო კალატოზიშვილი
იწყებს დატირებას, ის არ ინძრევა, არც ცრემლი მოსდის, უბრალოდ აქნევს თავს და თანდათან
საშინელი სევდა და ტკივილი ისახება მის თვალებში, მის ძარღვებზე (ჩემთვის საოცარი იყო
მისი ყურება ამ დროს).