Sunday, 22 September 2013

..AND WHAT ABOUT SUSHI?!

                                                                                                                              ნანუკა სეფაშვილი

                                                         მთვარის შორი მხარე
        
          ორი დღე გავიდა მას შემდეგ რაც ფესტივალი დაიწყო და ამ ხნის განმავლობაში ქართველ მაყურებელს საშუალება ჰქონდა ენახა რობერტ ლეპაჟის ‘კოსმოსური’  წარმოდგენა „მთვარის შორი მხარე“.  დღეიდან ჩვენი ბლოგი აქტიურად იწყებს მუშაობას და თქვენ ყოველდღიურად შეგეძლებათ გაეცნოთ ფესტივალის ამბებს. გაიგოთ რა ხდება რეპეტიციებზე, როგორ ჩაირა სპექტაკლებმა და ა.შ.
         კანადური დასი “Ex Machina”  თბილისში პირველ სპექტაკლამდე სამი დღით ადრე ჩამოვიდა და ამ ხნის განმავლობაში აქტიურად გადიოდა მოსამზადებელ რეპეტიციებს. სპექტაკლის დეკორაცია (მსოფლიოს სხვადასხვა თეატრის შემდეგ)  ამჯერად  რუსთაველის თეატრის სცენას მოარგეს და 20-21 სექტემბერს საკუთარი ნამუშევარი ქართველ მაყურებელს წარუდგინეს.



         მოლოდინი ფესტივალის დაწყებამდე ბევრად ადრე გაჩნდა.  სწორედ მაშინ, როდესაც ცნობილი გახდა, რომ წელს ფესტივალს  რობერტ ლეპაჟის თეატრი გახსნიდა.
        ფესტივალის ბლოგის ფუნქციის  გათვალისწინებით ჩვენ გთავაზობთ სპექტაკლების მხოლოდ მოკლე მიმოხილვას და არა თეატრალურ რეცენზიებს, ამიტომაც ამ შემთხვევაში სტატიაში წარმოდგენის  მხოლოდ ტექნიკურ მხარეზე გავამახვილებ ყურადღებას, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ტიპის სპექტაკლები (ვგულისხმობ მხოლოდ ვიზუალურ და არა შინაარსობრივ მხარეს) საქართველოში ჯერ-ჯერობით არ გვაქვს.
       თეატრის, როგორც სინთეზური ხელოვნების აღქმა, სხვა ქვეყნების თეატრებში ბევრად უფრო მაშტაბურია, ვიდრე  ჩვენთან (საქართველოში). ისინი მაქსიმალურად ცდილობენ სხვადასხვა დარგის არტისტების გაერთიანებას.  რეჟისორებთან,  მსახიობებთან  და დრამატურგებთან ერთად აქტიურად მუშაობენ ვიდეო არტისტები, კომპიუტერული გრაფიკის დიზაინერები და ა.შ.  EX MACHINA-ც სწორედ ასეთი  მულტიდისციპლინარული დასია. ისინი მაქსიმალურად ითვისებენ სცენას და მცირე დეკორაციითაც კი  შეუძლიათ შექმნან მაშტაბური დეკორაციის ილუზია.
      სპექტაკლში მთავარი დეკორაცია სცენის მთელ სიგრძეზე გადაჭიმული კედელია, რომელიც ვიდეო არტისტების მეშვეობით მრავალფუნქციურ ‘მოწყობილობადაა’ ქცეული, მათ აღარ სჭირდებათ  სხვადასხვა დეკორაციის უამრავჯერ შემოტანა და გატანა. ეს ყველაფერი მარტივად ხდება, რაც ქართული სცენისთვის ჯერჯერობით  არც ისე ახლობელი ხერხია. წინ საერთაშორისო პროგრამის კიდევ 15  სპექტაკლია. ასე რომ, კარგი იქნება თუ ფესტივალის დასრულების შემდეგ ქართული თეატრი  მაქსიმაურად აითვისებს იმ ტექნიკურ საშუალებებს, რომელსაც  წლევანდელ ფესტივალზე წარმოდგენილი საუკეთესო სპექტაკლები შემოგვთავაზებენ.



          ამგვარი სპექტაკლების ნახვა  განსაკუთრებით საინტერესო იქნება   ახალგაზრდა ხელოვანებისთვის, რათა მომავალში თეატრის ახალმა თაობამ  გაითვალისწინოს დეკორაციების ასეთი პრაქტიულობა და უამრავი სხვა ნიუანსი.  ფესტივალი სტუდენტებს  საშუალებას აძლევს მინიმალურ ფასად დაესწრონ ცნობილ წარმოდგენებს, რაც მათთვის კარგი შანსია გაეცნონ სხვადასხვა თეატრალურ ფორმებსა და ხერხებს.  (სპეციალური ფასდაკლებების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ფესტივალის ფეისბუქის გვერდზე)
         მაყურებლის ემოციითა და აპლოდისმენტებით თუ ვიმსჯელებთ მონოსპექტაკლმა მათი მოლოდინი გაამართლა. წარმოდგენის ერთადერთ მსახიობს - ივ ჟაკს - ორი საათის განმავლობაში შეუსვენებლად უხდებოდა სცენაზე დგომა და სხვადასხვა პერსონაჟის განსახიერება, რაც მისი მხრიდან დიდ ძალისხმევას მოითხოვდა. ის თამაშობდა ორ ერთმანეთსგან რადიკალურად განსხვავებულ ძმას, ექიმს და დედას.
       რობერტ ლეპაჟის ცნობილი წარმოდგენა უკვე ვნახეთ. თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა.  დღეს  მაყურებელი პროგრამა NEW- დან იხილავს რუმინეთის  გერმანულ სახელმწიფო  თეატრის სპექტაკლს „DERDIEDANS”.  წარმოდგენა საღამოს რვა საათზე დაიწყება და მას მარჯანიშვილის თეატრი უმასპინძლებს.




No comments:

Post a Comment