Monday, 23 September 2013

DERDIEDANS

                                                                                                                     მაკო გოჩაშვილი

რუმინეთში არსებულმა გერმანულმა სახელმწიფო თეატრმა ტიმიშოარამ თბილისის საერთაშორისო ფესტივალის პროგრამა NEW გახსნა.  ეს პროგრამა შედგება ისეთი სპექტაკლებისაგან, რომლებშიც ახალბედა დასები მონაწილეობს. ალბათ ყველა დამეთანხმება თუ ვიტყვი, რომ ასეთი მრვალფეროვანი პროგრამის არსებობა უფრო საინტერესოს ხდის ფესტივალს არა მარტო თეატრში მოღვაწე ქართული საზოგადოებისთვის, არამედ მაყურებლისთვისაც, რადგან ეს არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა იმისა, რომ პროფესიონალების გვერდით შედარებით ახალბედა მსახიობები თუ რეჟისორები ვიხილოთ და მათი ნამუშევრები შევაფასოთ.




თეატრი ტიმიშოარა თბილისს ცოტათი უცნაური სახელწოდების მქონე სპექტაკლით ესტუმრა. “DERDIEDANS” ერთგვარი თეატრალური ექსპერიმენტია, რომელიც აგებულია დაუსრულებელი აზრებით, ცეკვის ელემენტებითა და კომედიური ხასიათის მქონე სკეტჩებით. საკითხავია, რამდენად გაამართლა მაყურებლის მოლოდინი ამ 90 წუთიანმა წარმოდგენამ, მაგრამ იყო წუთები, როდესაც მარჯანიშილის თეატრის დიდ დარბაზში მოკალათებული საზოგადოება გადამდებმა სიცილმა მოიცვა და გაართო იმ ამბავის (მოქმედების) ყურებამ, რაც  სცენაზე ხდებოდა. 
ფესტივალის ფარგლებში ბევრი დამწყები თეატრალური დასი ჩამოსულა, რაც თითოეული მათგანისთვის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია. რუმინეთის დასი უკვე დაემშვიდობა ჩვენს ფესტივალს, რომელიც დღეს საღამოს გრიბოედოვის თეატრს დაიპყრობს სპექტაკლით „მაკბეტი“.

საღამომდე..

No comments:

Post a Comment