მაკო გოჩაშვილი
სულ
რაღაც ოთხ დღეში თბილისის თეატრალური სამყარო მომაჯადოვებელ, მრავალფეროვან, სიურეალისტურ,
ვირტუალურ, ფანტასტიკურ, შთამბეჭდავ სამოსელში გაეხვევა და ისეთ დიდ დღესასწაულს იზეიმებს,
როგორიცაა თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი. ეს ხომ მართლაც დღესასწაულია
ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც თეატრალურ კულტურას ეზიარება და ვისაც სიამოვნებას ანიჭებს
თუნდაც ის შეგრძნება, რომ მის ცხოვრებაში არსებობს თეატრი. ადგილი, სადაც სულ
სხვაგვარი ელფერი დაჰკრავს ფიქრსაც და გრძნობასაც.
მაშ
ასე!
2013
წელი..
თბილისი..
აფიშები..
ფლაერები.. პოსტერები.. კატალოგები.. გამუდმებით ახალ-ახალი ინფორმაცია და უსაზღვრო
მოლოდინი..
საერთაშორისო
თეატრალური ფესტივალის წყალობით ჩვენ, უბრალო მაყურებელსა თუ პროფესიული თვალსაზრისით
დაინტერესბულ პირებს, 15 დღის განმავლობაში ერთმანეთისაგან სტილისტურად თუ ჟანრობრივად
განსხვავებული 15 სპექტაკლის ნახვის საშუალება გვეძლევა..
რეპერტუარის
მრავალფეროვნებაში ფესტივალის პროგრამის ერთი თვალის გადავლებითაც დავრწმუნდებით. ამ
სიაში ხომ უ.შექსპირის, ს.ბეკეტის, ჯ.სვიფტის, თ.დოსტოევსკისა და სხვა ცნობილ ავტორთა
გვარები დომინირებენ.
რთულია,
წინასწარ ისაუბრო ისეთ თეატრალურ წარმოდგენებზე, რომლებიც ჯერ არ გინახავს, მაგრამ
საკმაოდ ადვილია, წინასწარი დასკვნები გამოიტანო და მოუთმენლად ელოდებოდე ქართულ სცენაზე
იმ თეატრალური დასების გამოჩენას, რომლებიც მაყურებლის თვალწინ ისეთ ფერად სამყაროს
გააცოცხლებენ, სადაც ერთმანეთს ფიზიკური ცეკვის თეატრალური და საცირკო დასები, ანიმაციური
თეატრი, კინემატოგრაფიული თეატრი, ერთი მსახიობის თეატრი, ჯამბაზის შოუ, მარიონეტები
და სხვა უამრავი საინტერესო ნიუანსი ენაცვლება.
რობარტ
ლეპაჟი, სილვიუ პურკარეტე, პიპო დელბონო, ეს იმ რეჟისორთა გვარებია, რომლებსაც მსოფლიო
იცნობს და რომლებიც 2013 წლის შემოდგომის თბილ დღეებში მათთვის შორეულ და ჯერ კიდევ
უცნობ ქალაქს, თბილისს ესტუმრებიან და საუკუნო კვალს დატოვებენ ქართული თეატრის ისტორიაში.
ჩვენ
კი ისღა დაგვრჩენია, რომ ფესტივალის დაწყებამდე საათები დავითვალოთ და გულწფელი სითბოთი
მივიღოთ კანადის, პოლონეთის, ბრიტანეთის, დანიის, იტალიის, რუსეთისა და სხვა ქვეყნების
თეატრალური დასები.

No comments:
Post a Comment