Monday, 16 September 2013

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ბლოგი

    თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ყოველ წელს სიახლეებს გთავაზობ. წლევანდელი ფესტივალი წინა წლების მსგავსად მაყურებელის წინაშე წარსდგება მრავალფეროვანი უცხოური და ქართული სპექტაკლების პროგრამით. ფესტივალის ფარგლებში კვლავ ჩატარდება მასტერკლასები, ვორქშოფები, შეხვედრები და ა.შ. და, აი, კიდევ ერთი სიახლე -  ფესტივალის დირექტორის და საფესტივალო გუნდის ინციატივით წლევანდელ ფესტივალს ყოველდღიურად მიმოიხილავენ ახალგაზრდა თეატრმცოდნეები: ნუცა კობაიძე, ნანუკა სეფაშვილი, მაკო გოჩაშვილი. მათ შექმნეს საფესტივალო ბლოგი სადაც განათავსებენ წერილებს. გარდა ამისა სტატიები ფესტივალის ფეისბუკის გვერდზე განთავსდება. ასე, რომ მაყურებელს სპექტაკლების ნახვის შემდეგ საშუალება ექნებათ გაეცნონ ახალგაზრდა პროფესიონალთა აზრს წარმოდგენებისა თუ ფესტივალის გარშემო დატრიალებული ამბების შესახებ. გარდა ამისა საფესტივალო ბლოგსა თუ ფეისბუკის გვერდზე ყველას ექნება საშუალება თავიანთი მოსაზრების გამოთქმის თუ კომენტარის გაკეთებისა. 



                            თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის                                                                            საორგანიზაციო   ჯგუფი



No comments:

Post a Comment