ნანუკა სეფაშვილი
20 საფესტივალო დღე საკმაოდ დიდი დროა იმისათვის, რომ მაყურებელს ნათელი წარმოდგენა შეექმნას თანამედროვე თეატრალურ პროცესებთან დაკავშირებით. ფესტივალების მთავრი ღირსებაც სწორედ ესაა, ერთ კონკრეტულ ქალაქში შეგიძლია ნახო სხვადასხვა ქვეყნის დასების ნამუშევრები. თანაც, ეს თეატრის კრიტიკოსებისთვის მშვენიერი შანსია გავიგოთ, თუ რამდენად უწყობს ფეხს ქართული თეატრი დანარჩენი მსოფლიოს თეატრალურ ტენდენციებსა თუ ნოვაციებს, რა მსგავსებები და განსხვავებებია ჩვენსა და სხვა ქვეყნების პერფორმანსებსა და პერფორმერებს შორის.
კანადის, პოლონეთის ,
რუმინეთის, დიდი ბრიტანეთის, სომხეთის, რუსეთის, ფინეთის, დანიის, ისრაელის,
იტალიისა და საქართველოს თეატრალური
დასების მიერ წარმოდგენილი საერთაშორისო სპექტაკლების პროგრამა საკმაოდ მრავალფეროვნად
გამოიყურება. ფესტივალი უკვე მეხუთედ
ტარდება და როგორც ყოველთვის, კვლავაც გვთავაზობს როგორც კლასიკური პიესების
თანამედროვე ვარიანტებს, ასევე შედარებით ახალი დრამატურგიის ნიმუშებს.
![]() |
| Gecko. "დაკარგული" |
დღეს
ფესტივალის მხოლოდ ორ სტუმარ დასსზე ვისაუბრებ. ესენია - „GECKO” (დიდი ბრიტანეთი)
და „1927“ (დიდი ბრიტანეთი).
Gecko ფიზიკური ცეკვის თეატრალური დასია. მათი მთავარი რეჟისორი ამიტ ლაჰავია. კომპანია
სწორედ მან დაარსა ალ ნეჯართან ერთად 2001 წელს. მას შემდეგ კომპანიამ 6 სპექტაკლი დადგა და საკმაოდ წარმატებულ დასად
ჩამოყალიბდა. Gecko-ს შექმნა ემსახურებოდა
მიზანს, შეესწავლათ ფიზიკური მოქმედების პრინციპები სცენაზე, რაც
ძალიან კარგად გამოუვიდათ. დასის თითოეული მსახიობი ფლობს სხეულის მართვის
შესანიშნავ ტექნიკას, მათი პლასტიკა იმდენადაა შეერწყმული სცენასთან, რომ
შეუძლებელია Gecko-ს პერფორმანსების დავიწყება. მათ მიაღწიეს დასის შექმნის
თავდაპირველ მიზანს - მსახიობის სხეულის შესაძლებლობების მეტ-ნაკლებად სრულფასოვან
შესწავლას და ამიტომაც, მათი სპექტაკლები არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ მის
ფარგლებს გარეთაც, სხვადასხვა ფესტივალებზე, დიდი მოწონებით სარგებლობს.
| Gecko. "დაკარგული" |
2009 წელს, როცა თბილისის საერთაშორისო ფესტივალმა პირველად აიღო სტარტი, Gecko თბილისს ნ. გოგოლის „შინელი“-თ ეწვია. ეს წარმოდგენა ნამდვილად იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მთელ საფესტივალო სპექტაკლებს შორის. გავიდა რამდენიმე წელი და წლევანდელ მეხუთე თეატრალურ ფესტივალზე Gecko კვლავ თბილისშია. ამჯერად ისინი სპექტაკლს „დაკარგული“ წარმოგვიდგენენ. რეჟისორი კვლავ ამიტ ლაჰავია და ერთ-ერთ გმირს ისევ თავად განასახიერებს.
Gecko. "Missing" Trailer
სპექტაკლი
გვათავაზობს ჩახლართულ მოგზაურობას ადამიანის ფსიქიკაში. რას ივიწყებენ ადამიანები
და რას ინახავენ მეხსიერებაში. რა რჩება ამ ყველაფრის შედეგად? რეალურად, რა სურს
ადამიანს რომ ახსოვდეს თავისი ცხოვრების შესახებ? სპექტაკლში პერსონაჟ ლილის
მეხსიერებაში შემორჩენილ ამბებს შევხვდებით; და ამბავს იმის შესახებ, თუ როგორ
ქმნის მისი წარსული მის მომავალს, მისდაუნებურადვე.
27, 28 სექტემბრამდე, სანამ სპექტაკლის ნახვის საშუალება მოგვეცემა,
ბრიტანული პრესის შეფასებებით მოგვიწევს პროგნოზის გაკეთება. The Guardian წერს,
რომ „დაკარგული“ დაუმთავრებელ ჰალუცინაციურ ბოდვას გავს. ეს შეფასება „შინელსაც“
კარგად მოერგებოდა, შინელი კი მართლაც ძალიან კარგი სპექტაკლი იყო. ასე რომ, თუ ამ
ფრაზით ვიმსჯელებთ, საკმაოდ საინტერესო წარმოდგენას უნდა ველოდოთ. თუმცა ერთია რას
მოველით და სხვა საკითხია რა დაგვხვდება სცენაზე, მაგრამ Gecko-ს შესაძლებლობების გათვალისწინებით, თუ
უფრო უკეთესი არა, „შინელის“ დონის წარმოდგენა აუცილებლად გველის წინ.
![]() |
| 1927, "ბავშვები და ძაღლები მოედნენ ქუჩას" |
მეორე ბრიტანული დასი „ კომპანია 1927“
წარმოგვიდგენს სპექტაკლს- „ბავშვები და ძაღლები მოედნენ ქუჩას“ . განხვავებით Gecko -სგან ისინი საქართველოში პირველად ჩამოდიან. ფესტივალის პროგრამის სხვა სპექტაკლებისგან,
მათი წარმოდგენა გამორჩეულია მისი მრავალფეროვნებით. ავტორი და რეჟისორი სუზან
ანდრადე კინოს, ანიმაციისა და თეატრალური პერფორმანსის შერწყმას გვთავაზობს და ეს
ყველაფერი ცოცხალი მუსიკითაა გაფორმებული. ეს არის კინემატოგრაფიული თეატრი,
რომელიც ხელოვნების სხვადასხვა დარგების ნაზავს წარმოადგენს.
კომპანია „1927“ 2005 წელს ორმა
არტისტმა დაარსა. სუზან ანდრადე მწერალი, შემსრულებელი და რეჟისორია. პოლ ბარიტი
კი- ილუსტრატორი. 2006 წელს მათ ესმე
აპლეტონი (შემსრულებელი, კოსტიუმების დიზაინერი) და ლილიან ჰენლი (შემსრულებელი,
კომპოზიტორი და მუსიკოსი) შეუერთდნენ. თითოეული ხელოვანის განსხვავებულმა
შემოქმედებითმა გამოცდილებამ და ინტერესებმა განაპირობა მათი სპექტკლების
ვიზუალური მრავალფეროვნება. მათი ერთობლივი მუშაობის შედეგად იქმნება პროდუქტი,
რომელსაც მხოლოდ თეატრის ჩარჩოებში ვერ მოაქცევთ.
მათი ნამუშევრის შეფასების საშუალება ქართველ
მაყურებელს 5 და 6 ოქტომბერს მიეცემა, მანამდე კი სპექტაკლის შინაარსის შესახებ
მხოლოდ მცირე ცნობები გაგვაჩნია. წარმოდგენის
მთავრი გმირი- აგნეს ივესი- ქალიშვილთან
ერთად გვიან ღამით ჩადის უსახურ ადგილას, მდინარის განაპირა ყურეში, სადაც ყველაზე
საშიში საცხოვრებელი სახლებია აღმართული. მისი ბინადრები კი მეზობლების ეროტიული
სცენების თვალთვალით არიან დაკავებულნი. სულ ესაა რაც წინასწარ ვიცით.
1927. "The Animals and Children Took to the Streets" Trailer
![]() |
| 1927, "ბავშვები და ძაღლები მოედნენ ქუჩას" |
ბრიტანული დასები ყოველთვის დიდ ყურადღებას იპყრობენ თბილისის თეატრალურ ფესტივალზე, ვნახოთ რა იქნება წელს!
Gecko და 1927 სპექტაკლებს ორ-ორი დღის განმავლობაში შემოგთავაზებენ.
Gecko და 1927 სპექტაკლებს ორ-ორი დღის განმავლობაში შემოგთავაზებენ.
ფესტივალის დაწყებამდე კი მათ შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ მათ ოფიციალურ საიტებზე:
Gecko – http://www.geckotheatre.com/
Gecko – http://www.geckotheatre.com/
1927 - http://www.19-27.co.uk/
1927. "The Animals and Children Took to the Streets" Trailer



No comments:
Post a Comment