Monday, 30 September 2013

მარსელი

                                                                         ნუცა კობაიძე

          არ ვიცი საერთოდ ამას სპექტაკლი რატომ ქვია? და ფესტივალის ფარგლებში როგორ აღმოჩნდა ჩვენთან, მაგრამ რადგან ეს ასე მოხდა ორი სიტყვით ავუხსნი იმათ ვინც, მარჯანიშვილის სხვენში, არ ნახა წარმოდგენა რა ვიხილეთ სცენაზე - მაყურებლისგან ზურგით მჯდარი მსახიობი აბრახუნებს პიანინოზე, ცოტა ხანში ამბობს - „მარსელ“ (ადამიანის სახელი, რომელიც მას ძალიან უყვარდა და გარდაიცვალა.
         შეგახსენებთ, რომ სპექტაკლი არის ედიტ პიაფის ცხოვრბაზე) და იწყებს ედიტის ერთ-ერთ სიმღერას, შემდეგ ანთებს სანთელს, ამბობს ისევ - „მარსელ“ და იწყება მეორე სიმღერა, შემდეგ ატრიალებს საათს უკან (ბანალური ქმედება დროის უკან დაბრუნების და გარდაცვლილი ადამიანის გაცოცხლების სურვილი) და ისევ სიმღერა... ასე შესრულდა ედიტ პიაფის 12 სიმღერა, ეს არ იყო სპექტაკლი, ეს იყო უგემოვნოდ თეატრალიზებული კონცერტი (ან რატო ყვიროდა სიმღერის დროს ვერაფრით ვერ მივხვდი). მოკლედ ძალიან გულდაწყვეტილმა დავტოვე „სპექტაკლი“.

პრესა:
თქვენ ტირით, მილორდ პრემიერა ფომენკოს თეატრის სცენაზე ერევნის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრმაპერტე ფომენკოს სახელოსნოსსცენაზე ისეთი პრემიერა შესთავაზა მრავლისმნახველ მოსკოვის პუბლიკას, რომ მაყურებელი გაოგნებული შეჰყურებდა წარმოდგენას. აქ უსიტყვოდ, მაგრამ სრულად და ხატოვნადაა მოთხრობილი ედიტ პიაფის ცხოვრების ტრაგედია. ეს არის თეატრი ფართო გაგებით. მოქმედება მწირია, ხელის ოდნავი მოძრაობა, თავის მობრუნება, სახეზე ხან გამოჩნდება, ხანაც ქრება ღიმილი.
მარიამ კაზანჩიანი მოსკოვში რომ ცხოვრობდეს, ყველაზე პრესტიჟულ თეატრებში შესთავაზებდნენ როლებს...


არ ვიცი პრესა აქ სხვა სპექტაკლზე საუბრობს თუ ჩვენ გვეხუმრება


No comments:

Post a Comment