Monday, 30 September 2013

ჩვენი კიდურების ნაწილები

                                                                                 ნუცა კობაიძე

ყველაზე სახალისო და სასიამოვნო საყურებელი იყო ფინეთის წარმოდგენა - „ჩვენი კიდურების ნაწილები“. სამი ჯამბაზი, კეთილი ატმოსპერო და მყუდრო დარბაზი (მარჯანიშვილის სხვენი), საკმარისი აღმოჩნდა არაჩვეულებრივი განწყობის შესაქმნელად.
ერთი ქალი და ორი მამაკაცი, მშვენიერი პლასტიკითა და სამსახიობო ოსტატობით. ჰქონდათ უამრავი სახის მიმიკა და კარგი იუმორი. დღევანდელ დღეს მსგავსი სპექტაკლები აუცილებელია, იმისთვის, რომ ადამინი განიტვირთოს და გახალისდეს.
             ყველაზე მეტად ვიცინე მაშინ, როცა პარტერში გადმოვიდნენ მსახიობები და ბუშტებით გაბერილი ნაგვის პარკი გვირტყეს თავში (ვინაიდან არ ვწერთ რეცენზიებს, აღარ დავწვრილმანდები ნიუანსებზე), ასევე ძალიან კომიკური სცენა იყო ყვავილების დარიგება მაყურებელში, ყველა გაკვირვებული დარჩა, მაგრამ არავინ ელოდა, რომ სპექტაკლის ბოლოს ისინი უკან მოითხოვდნენ ძღვენს, და გამოიყვანდნე სიტუაციას ისე თითქოს დარბაზმა დააჯილდოვა ისინი ყვავილების წვიმით.



No comments:

Post a Comment