Sunday, 29 September 2013

ზენიტის AM/FM

                                                                                     მაკო გოჩაშვილი

ერთი მსახიობის მიერ წარმოდგენილი სანახაობა ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს. პროგრამა NEW-ს მომდევნო სპექტაკლი კიდევ უფრო საინტერესო გახადა იმ ფაქტმა, რომ მისი ავტორი, რეჟისორი და შემსრულებელი ერთი ადამიანი გახლდათ. დანიელმა მოა ასკლოფ პრესკოტიმ ნახევარსაათიანი შოუ მაშინ დაიწყო, როდესაც მაყურებელი მარჯანიშვილის თეატრის ახალ სცენაზე ჯერ კიდევ თავის ადგილს ეძებდა. მსახიობი შესაშური სიმშვიდით უმზერდა მათ და ეგრეთწოდებული ეტიუდის შესასრულებლად ემზადებოდა. 



გამომდინარე იქიდან, რომ წარმოდგენა მხოლოდ ნახევარ საათს გაგრძელდა, მაყურებელი აშკარად მეტს მოელოდა და დარბაზი ცოტათი იმედგაცრუებულმა დატოვა. რაც შეესება მსახიობს, პაემნის კრახით დასრულების შემდეგ მან საცირკო შოუს ელემენტებს მიმართა და მაყურებელი თოკზე სვლით გაართო.  ამით ალბათ იმის თქმა სურდა, რომ ადამიანს ცხოვრების განმავლობაში ხშირად უწევს ბეწვის ხიდზე გავლა. 2012 წელს დაარსებული კომპანია სპუტნიკი თბილისის თეატრალურ ფესტივალს პირველად ეწვია და აღსანიშნავია თუნდაც ის ფაქტი, რომ მან საკუთარი ძალები მოსინჯა საერთაშორისო ასპარეზზე. 

No comments:

Post a Comment