ნუცა კობაიძე
2013
წლის 27ოქტომბერს, მარჯანიშვილის თეატრის ახალმა სცენამ, პირველად უმასპინძლა ფესტივალის
ფარგლებში სპექტაკლს. დანიამ წარმოგვიდგინა მონო სპექტაკლი „ზენიტის AM/FM”, რომლის ავტორი,
რეჟისორი და შემსრულებელი გახლავთ მოა ასკლოფ პრესკოტი.
მაგიდა,
რადიო, ვაშლი, ღვინის ბოთლი, ორი ბაკალი - ეს ის ნივთებია, რომლის მეშვეობითაც მსახიობმა
წარმოგვიდგინა ეტიუდი ქალისა და მამაკაცის, არცთუისე წარმატებული, ურთიერთობის შესახებ.
შუქის ანთება-ჩაქრობასთან
ერთად იცვლება მსახიობის პოზები, ხან რადიოს უსმენს, ათამაშებს სათვალეს, ის დაღლილია
ლოდინით... კომიკურია სცენა, როცა ქალი პაემანზეა თავის წარმოსახვით პარტნიორთან ერთად,
ცდილობს რომ დათვრნენ და თავისუფლები, უკომპლექსოები გახდნენ ერთმანეთთან.
ქალი,
რომელიც ვერ აღწევს მიზანს, იტანჯება ვნებებში და საბოლოოდ გადის ბეწვის ხიდზე. მოა
ასკლოფ პრესკოტი თავისუფლად ახერხებს სცენაზე გაბმულ თოკზე სხვადასხვა ტრიუკების შესრულებას
რაც საკმაოდ ლამაზი და ეფექტურია.
No comments:
Post a Comment