მაკო გოჩაშვილი
თბილისის
საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მომდევნო სტუმარი ერევნის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო
თეატრი გახლდათ. სომეხი რეჟისორის - აკოფ კაზანჩიანის მიერ დადგმულ წარმოდგენას სახელად
„მარსელი“, მაყურებელში დიდი მოლოდინი არ აღუძრავს, რაზეც აშკარად მეტყველებს თუნდაც
ის ფაქტი, რომ მარჯანიშვილის თეატრის პატარა სხვენი სპექტაკლის მსვლელობისას უამრავ
ცარიელ ადგილს ითვლიდა.
წარმოდგენა,
რომელიც ერთ საათს გაგრძელდა ფრანგი მომღერლის - ედიტ პიაფის შემოქმედების არც თუ ისე
კარგი ანარეკლი იყო. მარჯანიშვილის თეატრის მყუდრო სხვენში მოკალათებული მაყურებელი
არა სპექტაკლზე, არამედ სომეხი მსახიობის მარიამ კაზანჩიანის საღამოზე აღმოჩნდა, რომელიც
თითოეულ სიმღერას საყვარელ ადამიანს - მარსელს
უძღვნიდა, რა თქმა უნდა, ედიტ პიაფის სახელით. მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად მსახიობის
მცდელობისა, მის მიერ წარმოდგენილ სანახაობას გამართულ სპექტაკლს ვერ ვუწოდებთ. თუმცა
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მაყურებელთა შორის ისეთი ადამიანებიც იყვნენ, რომელთაც
სცენაზე მდგომი მსახიობის მცდელობამ - ყოფილიყო სენტიმენტალური და რაც შეიძლება დრამატული,
სიამოვნება მიანიჭა. ფესტივალის ერთ-ერთი მიზანიც ხომ სწორედ ესაა: მაყურებელთა ნაწილი
მაინც ასიამოვნოს და თეატრიდან გულგრილი არ გაუშვას.
No comments:
Post a Comment