Monday, 7 October 2013

ჭექა-ქუხილი

                                                                                ნუცა კობაიძე 

ინტერესი რუსული თეატრისა და დრამატურგიის მიმართ ყოველთვის დიდი იყო და არის ქართულ საზოგადოებაში, რაც დაამტკიცა დღევანდელმა დღემაც. ფესტივალის ფარგლებში, თბილისმა, 5 ოქტომბერს, ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსულმა სახელმწიფო თეატრმა წარმოგვიდგინა ა.ნ.ოსტროვსკის პიესა „ჭექა-ქუხილი“.
ბორის გრიგორიევიჩში შეყვარებული კატერინას ტრაგედია, თვალის დახამხამებაში, ერთ პატარა სივრცეში ტრიალდება. 2 საათიანი სპექტაკლი, ორ მოქმედებას, ძალიან მალე მთავრდება. ეს რეჟისორის დამსახურებაა (რეჟისურა, სცენოგრაფია და მუსიკალური გაფორმება ვახტანგ ნიკოლავასი), ის არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას, დარბაზი ჩართულია პროცესში, რომელიც სცენაზე ვითარდება. სცენოგრაფია მარტივი - სამხერხაო, ფიცრები, კუნძი და ჭა. კოსტიუმები თითოეულ პერსონაჟს გვიხასიათებს (კოსტიუმების მხატვარი ნატა კობახიძე), ხოლო მუსიკა თემატურად გასდევს წარმოდგენას.
„отчего люди не летают...“ - ეს ფრაზა ლაიტმოტივად გასდევს სპექტაკლს, მისი ავტორი კი წარმოდგენის ბოლოს იკლავს თავს.



No comments:

Post a Comment