ნუცა კობაიძე
ტრანსვესტიტი
კუდიანები, დაუნდობელი ლედი მაკბეტი და უსუსური მაკბეტი - ეს არის მაია კლეჩევსკას
პოლონური „მაკბეტი“, რომელიც 23 სექტემბერს გაიმართა გრიბოედოვის დიდ სცენაზე. სანახაობა
ეფექტური, პიესის გადაწყვეტა კი საინტერესო იყო (ყველაფერი გათანამედროვებული: კოსტიუმები,
ბარის მაგიდა, ბინა). სპექტაკლიდან გამოსული საზოგადოების აზრი ორად გაიყო: ზოგს ძალიან
არ მოეწონა, ზოგიც კმაყოფილი იყო პერფორმანსით. ალბათ ეს განაპირობა რეჟისურამ, რომელიც
თამამი და ამბიციური იყო.
მაყურებელზე
ძალიან იმოქმედა ერთ-ერთი ალქაჯის ქართულმა მეტყველებამ და მუსიკამ, რომელიც მეფის
მიერ მემკვიდრის გამოცხადების შემდეგ დაიწყო - ლექს-სენის „ერთი გოგო“, რაც სრულიად
მოულოდნელი იყო ყველასთვის.
ბინტით
თავშეხვეული, მაკბეტი დუნკანის მკვლელობის შემდეგ გამოდის თავშიშველი, თითქოს დიდი
თავისტკივილი მოიშორა. ის ლოკავს ცოლის სისხლიან ხელებს, უნდა მისი ცოდვებიც თავის
თავზე აიღოს და გაანთავისუფლოს ლედი მაკბეტი ტანჯვისგან.
შოტლანდიის
დიდებულები, რომლებიც შეზლონგებზე წვანან და მზის აბაზანებს იღებენ, გაზეთის მეშვეობით
იგებენ დუნკანის მკვლელობის შესახებ. მათ სიხარულს საზღვარი არ აქვს რადგან მაკბეტის
გამეფების დრო დგება. ძალიან საინტერესოა ბრჭყვიალა ფეხსაცმლის დატვირთვა ამ სპექტაკლში,
რომელიც გვირგვინის მეტაფორაა, რაზეც წარმოდგენის შემდეგ რეჟისორმა ისაუბრა (შეხვედრა
შედგა თავისუფალ თეატრში, ის გაესაუბრა მსახიობებს, თეატრმცოდნეებს, დრამატურგებს)
და მან თქვა, რომ მსგავს ფეხსაცმელს გადააწყდა ერთ-ერთ მაღაზიაში, თან გაუკვირდა ვის
უნდა ჰქონოდა სურვილი მისი შეძენის, შემდეგ ფასი, რომ გაიგო გაოგნებული დარჩა - „კატასტროფულად
ძვირი ღირდა, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ თემის სპექტაკლში გამოყენება... “
ბოლო
სცენა - გამოდის სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ჯგუფი და და ფეხსაცმელებს ხდის მკვდარ
მაკბეტს და მალკოლმს აძლევენ, რომელიც ხელებით წევს ცისკენ; ამ დროს ყვითელპარიკიანი
კუდიანი შემოდის და იწყებს სიმღერას „I Will
Survive” (რაც ჰომოსექსუალების
ჰიმნია). მუსიკას მჰოყვა დიდი სიხარული დარბაზში რაც ცოტა უხერხული
იყო ჩემთვის. ტრანსვესტიტ კუდიანებთან დაკავშირებით რეჟისორმა განაცხადა, რომ თავის
ქვეყანაში (პოლონეთი) 9 წლის წინ როცა პირველად გამოვიდა სპექტაკლი, საშინელი აგრესია
არსებობდა საზოგადოებაში ტრანსვესტიტთა მიმართ, კრიტიკამაც ქარცეცხლში გაატარა მისი
სპექტაკლი ამ თემის გამო - „მაგრამ დღეს უკვე ეს პრობლემა მოგვარდა და კრიტიკამაც შეიცვალა
დამოკიდებულება.“
ჩემს
კითხვაზე თუ რატომ დადგამდა დღეს უფრო მძიმედ ამ სპექტაკლს, და რატომ იქნებოდა უფრო
მეტი ძალადობა, მაია კლეჩევსკამ მიპასუხა, რომ დღეს ქვეყანა გაცილებით სასტიკია ვიდრე
9 წლის წინ იყო...


No comments:
Post a Comment