Monday, 14 October 2013

პლატერო, მოგზაურობა ვირით

                                                                      მაკო გოჩაშვილი 

ესპანელი პოეტის, ხუან რამონ ხიმენესის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „პლატერო, მოგზაურობა ვირით“, რომლის რეჟისორიცაა ლევან წულაძე, თუ არ ვცდები, ქართველმა მაყურებელმა პირველად იხილა მარჯანიშვილის თეატრის ახალი სცენაზე. 75 წუთიანი წარმოდგენა პოეტის ესპანეთში მოგზაურობას მიეძღვნა. მშობლიურ მხარეში მოგზაურობის გამორჩეული ნაწილი პოეტის კომპანიონი პატარა ვირი, სახელად პლატერო  გახლდათ. მარჯანიშვილის თეატრის ახალ სცენაზე წარმოდგენილმა სპექტაკლმა უკიდურესად პატარა სივცრე დაიკავა. მაიკ მარანმა პოეტის ვირთან ერთად  მოგზაურობის თხრობით, მაყურებელიც ამოგზაურა ესპანეთის პატარა ქალაქში, თუმცა აქვე აღვნიშნავდი, რომ ეს მოგზაურობა ცოტათი მომაბეზრებელი და დამღლელი აღმოჩნდა თეატრში მისული ადამიანებისთვის.

სპექტაკლში მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა ნინო ნამიჭეიშვილი, რომლის ძირითადი მოვალეობაც პატარა ვირის „სცენაზე გაცოცხლება“ იყო. სპექტაკლს ახლდა ავსტრალიელი გიტარისტის, კრეიგ ოგდენის მიერ შექმნილი მუსიკა. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენის სიუჟეტი ძალიან მარტივი და მისი პარტერიდან ყურება საკმაოდ მოსაწყენი იყო, ყურადღებაგასამახვილებელია თუნდაც ის ფაქტი, რომ ეს სპექტაკლი ორი სხვადასხვა ქვეყნის, კულტურისა და ესთეტიკის ნაზავია. რეჟისორი ლევან წულაძე, მთხრობელი მაიკ მარანი და თოჯინების ოსტატი ნინო ნამიჭეიშვილი ასეთი ერთობლივი მუშაობისთვის და კიდევ ერთი სპექტაკლით თეატრის გამდიდრების მცდელობისთვის ტაშს ნამდვილად იმსახურებდნენ.




No comments:

Post a Comment