მაკო გოჩაშვილი
ბრიტანული კომპანია Gecko თბილისის საერთაშორისო
თეატრალურ ფესტივალს უკვე მეორედ ეწვია. Gecko ეს არის ფიზიკური ცეკვის თეატრალური დასი, რომელიც
2001 წელს დაარსდა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მარჯანიშვილის თეატრის დიდ დარბაზში
მსხდომი მაყურებლისთვის კომპანია Gecko-ს
მიერ წარმოდგენილი სპექტაკლი „დაკარგული“ უაღრესად საინტერესო და აღმაფრთოვანებელი
იყო. სპექტაკლი, რომელიც მთავარი მოქმედი გმირის - ლილის წარსულში გვაბრუნებს და მისი
ცხოვრების თანამონაწილეს გვხდის, სხეულის მოძრაობაზე, ცეკვაზეა აგებული. სპექტაკლს
ახლდა ოთხენოვანი ტექსტი, მსახიობთა როლების გამუდმებული ცვალებადობა, არაჩვეულებრივი
მუსიკა. ყველაზე მნიშვნელოვანი რეკვიზიტი კი მინის ჩარჩოები გახლდათ, რომლის დახმარებითაც
იქმებოდა ილუზია, რომ სცენაზე მიმდინარე სიუჟეტი ტელევიზორის ეკრანს მიღმა ხდებოდა.
„დაკარგულის“ რეჟისორი - ამით ლაჰავი თვითონვე ასრულებდა ერთ-ერთ როლს წარმოდგენაში.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სპექტაკლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი
ნაწილი - ქორეოგრაფია სწორედ მას ეკუთვნის.
პირადად მე, ძალიან მომხიბლა სცენაზე
მყოფი ხუთივე მსსახიობის პლასტიკამ, მათმა
ოსტატობამ და, რა თქმა უნდა, წარმოდგენის სიუჟეტმა. რა ხდებოდა წარსულში.. რა ხდება
აწმყოში.. როგორ გვცვლის დრო ადამიანებს და როგორ იცვლება ჩვენი ცხოვრება. მიხარია, რომ თბილისის თეატრალურმა ფესტივალმა ასეთი
მაღალი დონის სპექტაკლის ნახვის საშუალება მომცა და იმედი მაქვს კომპანია Gecko-ს წარმოდგენებს
ქართულ სცენაზე კიდევ ვიხილავ.
No comments:
Post a Comment